Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/14preview.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/14preview.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/14preview.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/14preview.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
ომბუცმენმა იანვრის თვის ანგარიში მედიასთან ხუდონჰესის თემით დაიწყო
5 თებერვალს სახალხო დამცველმა იანვრის თვეში აპარატის საქმიანობის ანგარიშთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. აპარატის საქმიანობის მეტი გამჭვირვალობისა და საზოგადოებასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის მიზნით, სახალხო დამცველი ჟურნალისტებს ყოველი თვის დასაწყისში შეხვდება. საქართველოს სახალხო დამცველმა პრესკონფერენცია ხუდონჰესის თემით დაიწყო და გამოეხმაურა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის გუშინდელ განცხადებას, სადაც მან სახალხო დამცველი სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა. უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ როგორც ჩანს, მინისტრს არ აქვს კომუნიკაცია თავის აპარატთან, და შესაბამისად არ იცის, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის თხოვნაზე, სახალხო დამცველს სამინისტროდანაც და ინვესტორი კომპანიიდანაც უარი უთხრეს. პრესკონფერენციაზე სახალხო დამცველმა ოცამდე კითხვას გასცა პასუხი. ჟურნალისტებს აინტერესებდათ ომბუდსმენის პოზიცია „პატიმრობის კოდექსში შესატან ცვლილებებთან“ დაკავშირებით; ეკომიგრანტების მდგომარეობა; ლაფანყურის საბჭოს საქმიანობის ეტაპები; პატიმართა წამების ფაქტების გამოძიების მიმდინარეობა; ასევე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსადმი გაგზავნილი რეკომენდაციები; უმცირესობებისადმი დამოკიდებულებაზე საუბრისას, სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ შეუწყნარებლობის თითოეული ფაქტი საზოგადოების სამსჯელო საგანი უნდა გახდეს. http://www.ombudsman.ge/index.php?page=1001&lang=0&id=1922
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.