სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საზოგადოებას სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შემსწავლელი სპეციალური კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ ილია მეორემ საპატრიარქოში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. "საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სახელით მივმართავ სრულიად საქართველოს, გუშინ და დღეს მასმედიის საშუალებით ვრცელდება შემაძრწუნებელი ფაქტები, რაც ხდება ციხეებში. ჩვენ ვგმობთ ამ მოქმედებას და მოვუწოდებთ საზოგადოებას, რომ შეიქმნას სათანადო კომისია, რომელიც გამოძიებს ამ ფაქტებს და დაიცავს პატიმრების უფლებებს. ძალიან ვწუხვართ, რომ საქართველოში ხდება მსგავსი ფაქტები”, – ბრძანა უწმინდესმა.
მასალის გამოყენების პირობები