სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხვალ გლდანის საპყრობილეში პატიმრებს მოინახულებს , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რამდენიმე წუთის წინ გლდანის ციხესთან მისულმა სასულიერო პირმა განუცხადა, რომელიც საპატრიარქოს წარმომადგენელია.
მისი განმარტებით, უწმინდესთან შეხვედრის სურვილი თავად პატიმრებმა გამოთქვეს, რასაც ილია მეორე დათანხმდა. პატრიარქი გლდანის ციხეში ხვალ, 11.00 საათზე მივა.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის აქციის მონაწილეებისა და პატიმართა მშობლებისთვის გლდანის ციხესთან პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ტკბილეული მიიტანეს.
მასალის გამოყენების პირობები