რუსეთის პრემიერი დიმიტრი მედვედევი ორშაბათს Facebook-ის დამაარსებელსა და გენდირექტორს მარკ ცუკერბერგს შეხვდება, იტყობინება მედვედევის პრეს-მდივანი ნატალია ტიმაკოვა.
"შეხვედრა 1 ოქტომბერს შედგება. მედვედევი და ცუკერბერგი IT-ტექნოლოგიების ურთიერთქმედებასა და სკოლკოვოში ამ სტარტაპებზე იმსჯელებენ " - თქვა ტიმაკოვამ
2010 წლის ივნისში , აშშ-ში ვიზიტის ფარლებში , Twitter -ის შტაბ -ბინაში ყოფნისას, მედვედევმა მიკრობლოგების ინტერნეტ-სერვისში საკუთარი ექაუნთი შექმნა, რომელსაც ამჟამად 1,5 მილიონამდე მუდმივი მკითხველი ჰყავს.
პრემიერს ექაუნთები ასევე სოციალურ ქსელ Facebook-სა და "ВКонтакте"-ში აქვს შექმნილი.
მასალის გამოყენების პირობები