საინფორმაციო სააგენტო “GHN”–ის ცნობით დაცვის პოლიციის 700-მდე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს, _ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გათავისუფლებული დაცვის პოლიციის თანამშრომლები ავრცელებენ.
მათი ინფორმაციით, დღეს დილით მათთან მერიის წარმომადგენლები მივიდნენ და უთხრეს, რომ ახლად შექმნილ თბილისის უსაფრთხოების სამსახურში უნდა გადასულიყვნენ. როგორც ჟურნალისტებთან პოლიციელებმა განაცხადეს მათ სახელმწიფო უწყებიდან კერძო სტრუქტურაში გადასვლა არ სურთ.
"დღეს დილით როცა სამსახურში მივედით ჩვენი ხელმძღვანელი მერიის წარმომადგენელთან ერთად მოვიდა და განგვიცხადა, რომ ჩვენი სამსახური იშლება და თუ სურვილი გვქონდა ერთადერთი შანსი რომ უსამსახუროდ არ დავრჩენილიყავით გვქონდა წავსულიყავით სამოქალაქო სამსახურში. Aამდენი წელი ვემსახურეთ ამ საქმეს და ახლა ერთი ხელის მოსმით გვიშვებენ", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა დავის პოლიციის თანამშრომელმა.
გათავისუფლებული პოლიციელების ნაწილი ამ დროისთვის კოალიცია ,,ქართული ოცნების" ოფისთან იმყოფება და დახმარებას ითხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები