გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორობის კანდიდატი მაია მიმინოშვილი აცხადებს, რომ განათლების სისტემაში ცვლილებების მომზადებამდე, აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები უნდა ჩააბარონ .
ამის შესახებ მიმინოშვილი განცხადებას "ფეისბუქზე" ავრცელებს. განცხადებაში არნიშნულია, რომ კონკრეტულ ცვლილებებზე საუბარი მინისტრის დანიშვნის შემდეგ იქნება.
"ამ განმარტების გავრცელება საჭიროდ მივიჩნიე, რადგან ვიცი, როგორ აღელვებთ მოსწავლეებსა და პედაგოგებს გამოცდების ფორმატთან დაკავშირებით გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია, მით უმეტეს, თუ ეს ინფორმაცია არანაირად არ შეესაბამება რეალობას. რამდენიმე დღეა ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ კონკრეტულ ცვლილებებზე საუბარი მხოლოდ მინისტრის დანიშვნის შემდეგ იქნება შესაძლებელი. მათთან საუბრისას განვმარტავ იმასაც, რომ განათლების სისტემას მრავალმხრივი და, რაც მთავარია, კარგად გააზრებული ცვლილებები ესაჭიროება. ბევრი რამაა შესაცვლელი საგამოცდო სისტემაშიც ამასთან,
"პირადად მე მივიჩნევ, რომ ნოემბერსა თუ დეკემბერში მოსწავლეებისა და პედაგოგებისათვის მოულოდნელი სიახლეების შეთავაზება, მათთვის სტრესული მდგომარეობის შექმნა მიზანშეუწონელია. ალბათ გახსოვთ, ასეთივე პოზიცია მქონდა საატესტატო გამოცდების აჩქარებულად დანერგვისას. მივიჩნევ, რომ სიახლეების მომზადებამდე, რაც პედაგოგებისა და ექსპერტების მოსაზრებების შესწავლასა და გათვალისწინებასაც გულისხმობს, შესაძლებელია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარონ", - აღნიშნავს მიმინოშვილი.
მასალის გამოყენების პირობები