საინიციატივო უფლებადამცველი ჯგუფი "ბიზნესმენები საქართველოში, თავისუფალი ბიზნესისათვის,, საზოგადოების ინფორმირებას აგრძელებს . ,,ნაციონალური ,, ხელისუფლების დანაშაულობების კიდევ ახალ ფაქტებს ამჟღავნებს და ამასთან ერთად ამ საქმეებში მონაწილეთა პირებს ასახელებს.
განსვენებული ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის მეგობარმა გიორგი ჯაოშვილმა თავის დროზე განაცხადა, რომ შსს-ს და ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, ის აიძულეს, ტელეკომპანია "იმედის" აქციების საკონტროლო პაკეტი ბადრი პატარკაციშვილის ნათესავისთვის, ჯოზეფ ქეისთვის დაეთმო. ეს ამბავი მოხდა ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან ცოტა ხნის შემდეგ - 2008 წლის 19 თებერვალს, განაცხადა გიორგი ჯაოშვილმა , თბილისში, პატარკაციშვილის ოჯახის რეზიდენციაში, "არკადიაში" გამართულ პრესკონფერენციაზე.
ჯაოშვილმა განმარტა, რომ ის იყო "ტელეიმედის" საკონტროლო პაკეტის "ნომინალური მფლობელი" და, ამასთან, კომპანია "ლინქსის" დირექტორი, რომლის 100%-იანი მფლობელი იყო ბადრი პატარკაციშვილი. "ლინქსს"-ს თბილისის მერიასთნ გაფორმებული ჰქონდა შეთანხმება მთაწმინდის პარკის 49 წლით იჯარით აღების თაობაზე.
გიორგი ჯაოშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 2008 წლის 19 თებერვალს, თბილისში, ქეი მას წარუდგინა პატარკაციშვილის მიერ ხელმოწერილი და ბეჭედ დასმული ტექსტი ინგლისურ ენაზე და განუცხადა, რომ ეს არის მინდობილობა, რომელიც ქეის პატარკაციშვილის ქონების განკარგვის უფლებას აძლევდა, ბადრის გარდაცვალების შემთხვევაში. ჯაოშვილის ცნობით, მას აუხსნეს, რომ ტექსტი დამოწმებული იყო ნოტარიუსის მიერ, თუმცა ის არ იყო ორიგინალი.
"ქეიმ მითხრა, რომ დღეს (19 თებერვალს) მას შეხვედრა აქვს ქვეყნის ხელმძღვანელობასთან, თუმცა, ვიდრე ის ხელისუფლებას შეხვდება, სურს, რომ ტელეკომპანია "იმედი" გადაიფორმოს". თქვა ჯაოშვილმა და აქვე აღნიშნა, რომ მას იმ პერიოდში ქეის გულწრფელობაში ეჭვი არც შეუტანია,
ჯაოშვილს "ამ საქმის კეთილსინდისიერებაში" პირველად ეჭვი მაშინ შეეპარა, "როცა მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე ნოტარიუსის შენობაში, სადაც წილის გადაფორების ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო, შს სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები იხილა, რომლებიც "შენობაში არავის უშვებდნენ".
"ჩვენ წავედით მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე სანოტარო ოფისში, სადაც უკვე ყველა დოკუმენტი გამზადებული იყო ხელმოსაწერად. ნოტარიუსის ეზოში იყვნენ დაცვის თანამშრომლები, რომლებიც შენობაში არავის უშვებდნენ. შიგ შენობაში იმყოფებოდნენ შსს-ს და სხვა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები,,
ჯაოშვილმა ხელმოწერამდე განუცხადა ნოტარიუსს, რომ ვინაიდან კომპანია JMG-ს აქციები სასამართლოს მიერ იყო დაყადაღებული, ნებისმიერ აქტზე ხელმოწერა გამოცხადდებოდა ბათილად, მაგრამ მისი ინფორმაციით, დაახლოებით 2 საათის შემდეგ მოიტანეს 19 თებერვლით დათარიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება კომპანიის აქციებზე ყადაღის მოხსნის შდესახებ.
ჯაოშვილი ამბობს, რომ ხელმოწერის წინ ჟMG-ს ერთი აქციის ფასი განისაზღვრა 40 ლარით და, საბოლოოდ, დოკუმენტში, კომპანიის აქციათა 70%-ის ღირებულება 450 000 ლარად შეფასდა. "ამის შემდეგ, მე, იძულებული გავხდი ხელი მომეწერა აქციების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებისთვის", განაცხადა ჯაოშვილმა.
იგივე მისამართს და ნოტარიუსს ასახელებს ცნობილ ტელეგადაცემაში სააქციო საზოგადოება თბილისის საავიაციო ქარხნის დამფუძნებელი პანტიკო თორდიაც, მასაც ძალადობრივი გზით კერძოთ კი პატიმრობაში აყვანის მუქარით ჩამოართვეს საკუთრება. ამ საქმეში პრეზიდენტთან ერთად ბაჩო ახალაიაც ფიგურირებს. ის აღნიშნავს, რომ თვითონ მას კვირა დღეს თავდაცვის სამინისტროს, სამხედრო პოლიციის შეიარაღებული პირების გარემოცვაში და ნოტარიუსის თანხლებით ეკონომიკის სამინისტროში ,ამ უწყების იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მონაწილეობით გადააფორმებინეს წილი. ქარხნის დანარჩენ 26 აქციონერს კი აქციების დათმობა უკვე მეორე დღეს, ქ. თბილისში მარჯანიშვილის 5-ში მდებარე ნოტარიუსის შენობაში აიძულეს.
დაახლოებით ანალოგიურ ისტორია აქვთ თბილისის ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის მესაკუთრეებსაც. ამ სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარეხ ავთო საყვარელიძესა და ამავე ქარხნის გენერალურ დირექტორს მირიან დეკანოიძეს.
"ფიზიკური განადგურების მუქარით, ნიღბიანი რაზმისა და ძალადობის გამოყენებით, შუაღამისას პირველ საათზე მარჯანიშვილის ქუჩაზე ნოტარიუსის ოფისში, ნოტარიუს ოთარ ზოიძის მონაწილეობით მათ 20 მდე შეიარაღებული ნიღბიანი ჯალათების გარემოცვაში აიძულეს მოძალადეების სასარგებლოდ დაეთმოთ საზოგადოების აქციების პაკეტი. გადაფორმების პროცედურას ხელისუფლებიდან დავით კეზერაშვილი, დავით ბეჟუაშვილი და ირაკლი ეზუგბაია,,ხოლო ძალოვნებიდან ფინანსური პოლიციის უფროსი დავით ქარსელაძე კურირებდა.
საინიციატივო უფლებადამცველი ჯგუფი "ბიზნესმენები საქართველოში, თავისუფალი ბიზნესისათვის,, მიმართავს საზოგადოებას თხოვნით, რომ გამოგვეხმაურონ ის მოქალაქეები და ბიზნესმენები რომლებიც ხელისუფლებისაგან დაზარალდნენ ნოტარიუს ოთარ ზოიძის მონაწილეობით და ასევე გთხოვთ ამ საქმეებზეც მოგვაწოდოთ ინფორმაცია.
,,ჩვენი მიზანია ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეებისა და ბიზნესმენების მიმართ დანაშაულებრივი მოქმედებების გამოვლენა და ამის შესახებ საზოგადოების ინფორმირება", - ნათქვამია განცხადებაში.
ghn
მასალის გამოყენების პირობები