ადვოკატთა ასოციაციის მიერ შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც მოსამართლეთა მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებებს შეისწავლის. საინიციატივო ჯგუფს ზაზა ხატიაშვილი უხელმძღვენელებს.
ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა, სადაც ზაზა ხატიაშვილმა აღნიშნა, რომ ჯგუფი, რომელიც ადვოკატებისგან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება, მოიძიებს მოსამართლეთა უკანონო ქმედებების დამამტკიცებელ მასალებს. ამის შემდეგ ჯგუფი მოძიებულ ფაქტებს რეაგირებისთვის ხელისუფლებას გადასცემს და შემდგომი გამოძიების პრიოცესსაც თავად ჯგუფი გაუწევს მონიტორინგს.
საინიციატივო ჯგუფში ასევე გაწევრიანებულია ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი. როგორც ნიკოლეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა სამართლიანობის აღდგენისთვის აუცილებელია ამ ბრძოლაში საზოგადოების აქტიური მხარდაჭერა და ადვოკატთა მიერ შესაბამისი მტკიცებულების მოპოვება.
მასალის გამოყენების პირობები