ენერგეტიკის მინისტრობის კანიდატმა კახი კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ჰესების მშენებლობის საკითხი გადაიხედება და მათი მშენებლობა გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით მოხდება.
"თქვენ კარგად იცით, რომ დაწყებულია მცირე და დიდი ჰესების მშენებლობა და პრობლემა გაჩნდა დიდი ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი გადაიხედება და თუ გაგრძელდება ჰესების მშენებლობა უნდა მოხდეს გარემოს დაცვის სამინისტროსთან კონსულტაციების შემდეგ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველო მთელი წლის განმავლობაში უზრუნველნველყოფილი იყოს ელექტროენერგიით ", _ განაცხადა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები