Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/preview5.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/preview5.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/preview5.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/preview5.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი სამინისტროებს ავტომანქანებს ართმევს და თვითმმართველობებს აძლევს
საინფორმაციო სააგენტო  “ჯი–ეიჩ–ენის”მიერ გავრცელებული ინფორმაციით საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციტივით, ცალკეულ სამინიტროებს ავტოსატრანსპორტო საშუალებები ჩამოერთმევათ და საქართველოს რეგიონალურ ადმინისტრაციებსა და თვითმმართველ ერთეულებს გადაეცემათ, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა. ამ დროისათვის პრეზიდენტს აღნიშნულის თაობაზე ნორმატიული აქტი გამოცემული არ აქვს. შესაბამისი სახის დოკუმენტი არც პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე იძებნება და არც საკანონმდებლო მაცნეშია გამოქვეყნებული. არ არის გამორიცხული აღნიშნული ღონისძიება საქართველოს მთავრობის ან კონკრეტულად ეკონომიკის სამინისტროს გაწყვეტილებად გაფორმდეს. თუმცა თავად ეკონომიკის სამინიტროს უკვე წაართვეს ავტოსატრანსპორტო საშუალებები. "მე შემიძლია მხოლოდ ის დაგიდასტუროთ, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მანქანა წაიყვანეს და მძროლმა გასაღები უკვე ჩააბარა", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთნ" საუბარში ეკონომიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა თეა ბოლქვაძემ. ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას უარყოფს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. "ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით სამინისტროებითვის წართმეულ ავტომანქანებს ძირითადად ის თვითმმართველოებები მიიღებენ, სადაც 1-ლი ოქტომბრის არჩევნებში ნაციონალურმა მოძრაობამ ან მისმა მაჟორიტარმა გაიმარჯვა.   წყარო: “ჯი–ეიჩ–ენი”
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.