პოპულარული შოუს წამყვანმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა ტელეკომპანია „იმედი" დატოვა. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელი Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„იმედის ყველა თანამშრომელს მინდა მადლობა ვუთხრა ყველა დღისთვის რაც ერთად ვიმუშავეთ. წარმატებები ვუსურვო ყველა ახალ პროექტს! არხს და ყველა თანამშრომელს რომელიც იმედზე რჩება! ჩემს მაყურებელს კი მადლობა იმისთვის რომ იყო ჩემთან ერთად! მე მივიღე გადაწყვეტილება არხიდან წავიდე. ეს მხოლოდ ადამიანური გადაწყვეტილებაა. შეიძლება დავარქვათ მორალური ვალდებულებაც! მე ყოველთვის გამეხარდება ამ არხის წარმატება" - წერს ჟორჟოლიანი.
მასალის გამოყენების პირობები