Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/2ae1a8a07c16e06c58b8c7b707e32f2e.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
ბათუმში მილების დაზიანების შედეგად ნავთობმა ამოხეთქა
საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ცნობით ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში მილების დაზიანების შედეგად ნავთობმა ამოხეთქა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, მომხდარის გამო, კაზინეთის ქუჩაზე მცხოვრები მიმოზა ცხომელიძის სახლი და ეზო ნავთობით გაიჟღინთა. "ღამით ვიგრძენი საშინელი გაზის სუნი. 6 საათის განმავლობაში არანაირი ღონისძიება არ გატარებულა. მთელი ოჯახი დავიტბორეთ. სახლ-კარი, ბაღი სულ ნავთობითაა გაჟღენთილი. მძინარე ბავშვებს ესხმეოდა ნავთობის შხეფები ", - აღნიშნა მიმოზა ცხომელიძემ. ბარცხანის დასახლებაში ბათუმის ნავთობტერმინალის მილების დაზიანების შედეგად გაჟონვის ფაქტი რამდენჯერმე დაფიქსირდა. თუმცა როგორც ბარცხანაში მცხოვრები პაატა მგელაძე აღნიშნავს, ყველაზე მეტად მილების დაზიანების შედეგად მოსახლეობა ამ შემთხვევის დროს დაზარალდა. "10-მეტრიანი ჭავლი "ურტყამდა" სახლს. მხოლოდ ნახევარი საათის წინ მოვიდნენ და დაიწყეს გაწმენდითი სამუშაოები. პასუხისმგებელი პირი არავინაა. ნავთობის მილი გადის პორტში, საიდანაც გემზე იტვირთება. ასეთი რამ ყველგან შეიძლება მოხდეს, მაგრამ 6 საათის განმავლობაში ასე სისტემატიურად რომ მოდის ნავთობი და ყურადღებას არავინ აქცევს, არ შეიძლება. აქ რამდენიმე ათასი ადამიანი ცხოვრობს და შესაძლოა, ხალხი მოიწამლოს", - აღნიშნა პაატა მგელაძემ. ადგილზე მომუშავე სამაშველო ჯგუფების წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.