Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/davit_sergeenko.JPG_8817.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/davit_sergeenko.JPG_8817.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/davit_sergeenko.JPG_8817.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/davit_sergeenko.JPG_8817.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
დავით სერგენკომ სხვადასხვა ობიექტებში შეჭრილი დევნილებისთვის გეგმა შეიმუშავა
საქართველოს მთავრობამ სხვადასხვა დაწესებულებაში შეჭრილი მოქალაქეების პრობლემების გადაჭრის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.გეგმა სხვადასხვა დაწესებულებაში შეჭრილი ყველა სოციალურად დაუცველი ადამიანის აღწერას და მათ მიერ სპეციალური კითხვარის შევსებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგენკომ განუცხადა. "სოციალურად დაუცველი მოსახლეობის იმ ნაწილთან მიმართებაში, რომლებიც დღეის მდგომარეობით სხვადასხვა დაწესებულებაშია შეჭრილი, შემუშავებულ იქნა სამოქმედო გეგმა და დღეს ის დავამტკიცეთ. უკვე დაწყებულია მისი განხორციელება. გუშინ ღამის მდგომარეობით სხვადასხვა ობიექტზე შეჭრილი ადამიანების რაოდენობა 1 660 შეადგენს. ყველა მათგანთან სოციალური აგენტები მივლენ. მოახდენენ მათ აღწერას და კითვხარების შევსებას. კითხვარები, გარდა იმ ინფორმაციისა, რაც სოციალურად დაუცველ ადმიანთა მონაცემთა ბაზაში უკვე არსებობს, მოგვცემს დამატებითი ინფორმაციის მიღების საშუალებას, რათა მოხდეს დიფერენცირება, რამდენია რეალურად ღარიბი და რამდენი –ხელოვნურად მიკედლებული. სამწუხაროდ, ასეთი არც თუ ისე ცოტაა. ამასთან, ანკეტირება საშუალებას მოგვცემს, მივიღოთ დამატებითი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებითაც, თუ რითი შეიძლება მათ დამატემით დავეხმაროთ, იქნება ეს ჯანმრთელობის პრობლემები თუ სხვა პრობლემები. გარდა ამისა, ეს მეთოდი საშუალებას მოგვცემს, გავარკვიოთ სოციალურად დაუცველ ოჯახებში არსებობს თუ არა ერთი ადამიანი მაინც, რომელიც შრომის უნარიანია, რათა მათ დასაქმება შევთავაზოთ. ყველაზე მთავარი ამოცანა კი გახლავთ ის, რომ გამოვყოთ ბიუჯეტი, რათა ყველაზე გაჭირვებული ოჯახების ბინის ქირით დაკმაყოფილება დავიწყოთ", - აცხადებს სერგენკო. მისივე ინფორმაციიმ იმ 50 ობიექტიდან რომელშიც სოციალურად დაუცველი მოქალაქეები არიან შეჭრილნი, 16 ობიექტზე სოციალური აგენტები უკვე შევიდნენ და აღნიშნული კატეგორიის ადამიანების ინტენსიური ანკეტირება მიმდინარეობს. "მათი მხრიდან ძირითადად სოციალურ აგენტებთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი მჟღავნდება. ჩვენი გათვლებით, ამ სამუშაოების დასრულებას მიმდინარე კალენდარული კვირის ბოლოს შევძლებთ. ამის შემდეგ კი, 4-5 დღე დაგვჭირდება მონაცემების დამუშავებისთვის და უკვე ვფიქრობთ, რომ მომავალი კვირის მეორე ნაწილისთვის შეგვიძლია ყველაზე გაჭირვებული ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფა. მათი ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება დავიწყოთ და ასევე უახლოეს მომავალში უზრუნველვყოთ მათი დასაქმება, ვისაც შრომის უნარი შესწევთ", - აღნიშნა მინისტრმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.