“ქართული ოცნების” ზუგდიიდის ოფისთან “ზუგდიდის ცენტრალური სუპერმარკეტის” მოვაჭრეების აქცია გაიმართა. მათი ძირითადი მოთხოვნა გარევაჭრობის აკრძალვა იყო.
სუპერმარკეტის მოვაჭრეები აცხადებენ, რომ მათთან მყიდველები არ მიდიან და ამიტომ აუცილებელია გარე ვაჭრობა აიკრძალოს, როგროც მოვაჭრეები ამბობენ აღნიშნულთან დაკავშირებით მათსა და ბაზრის დირექციას შორის დაპირისპირებას ქონდა ადგილი, რის შემდეგაც ბაზრის დირექციამ პოლიცია გამოიძახა.
გარევაჭრეებს “ქართული ოცნების” ოფისში პასუხისმგებელი პირები არ დახვედრიათ ამიტომ მათ ოფისში განცხადება დატოვეს და მალევე დაიშალნენ.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა მიმდინარე წლის ივლისის თვეში აიკრძალა და სექტემბრის ბოლოს კვლავ აღსდგა.
მასალის გამოყენების პირობები