8 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კვლევა ჩაატარა.
საქართველოში 89 121 დავითი ცხოვრობს. მონაცემების თანახმად, მიმდინარე წელს 127 დავითი დაიბადა. უცუხესი დავითი კი მიმდინარე წელს 98 წლის გახდება. აღსანიშნავია, რომ სახელი დავითი პოპულარობით გასულ საუკუნეშიც სარგებლობდა. ყველაზე მეტი დავითი საქართველოში 1981 წელს დაიბადა.
გარდა ამისა, მრავლად გვხვდება ამავე ფუძის სახელის კნინობით–ალერსობითი ფორმებიც: დათო – 5166 და დათუნა – 755.
მასალის გამოყენების პირობები