საპატიო ზუგდიდელებს ყოველ ვლაქერნობას გამოავლენენ (ფოტო, ვიდეო)
20:33 / 14.07.2019
ზუგდიდის საპატიო მოქალაქეებს ყოველ ვლაქერნობის დღესასწაულზე დააჯილდოებენ. ამის შესახებ ვლაქერნობისადმი მიძღვნილ კონცერტზე ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ განაცხადა.
სწორედ ის იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც დღეს საპატიო ზუგდიდელები დააჯილდოვა. წელს ეს სტატუსი ეროვნული სკოლის დამფუძნებელსა და მეათე საჯარო სკოლის დირექტორს ზური კუპრეიშვილს, კიკბოქსინგში სამგზის მსოფლიო ჩემპიონს დავით ქირიას, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ზუგდიდის ცენტრის უფროსს მარინა წულეისკირსა და ქორეოგრაფს რეზო ჩხეიძეს ერგოთ. ისინი სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა.
საპატიო მოქალაქეები ღონისძიებაზე გეგა შენგელიასთან ერთად ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ და ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა მერაბ ქვარაიამ დააჯილდოვეს. მათ ზუგდიდის წინაშე განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.
„ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული ღვაწლი აქვთ ჩვენი მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის წინაშე, ღირსებულები, წარმატებულები და დიდი ამაგის მქონეები ქალაქისა და ქვეყნისთვის“, - აღნიშნა შენგელიამ.
საპატიო ზუგდიდელებს სიმბოლურად „ზუგდიდის გასაღები“, ღვთისმშობლის კვართის ხატი და სიგელები გადაეცათ. თავის მხრივ, დავით ქირიამ, მარინე წულეისკირმა და ზური კუპრეიშვილმა თანაქალაქელებს მადლობა გადაუხადეს. რეზო ჩხეიძე ღონისძიებაზე არ იმყოფებოდა, თუმცა გეგა შენგელიამ თქვა, მას პირადად დააჯილდოებს.
„ეს ნამდვილად იყო ჩემთვის ძალიან დიდი სიურპრიზი. ძალიან დიდი პატივია ჩემთვის ზუგდიდის საპატიო მოქალაქეობა და მადლობა ამისთვის“, - თქვა კუპრეიშვილმა.
დაჯილდოების ცერემონია დადიანების სასახლის ეზოში გაიმართა, სადაც ამ წუთებში თბილისის ბიგ ბენდისა და „ქართული ხმების“ კონცერტი ვლაქერნობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობს.
საპატიო მოქალაქეები 2016 წელსაც, ზუგდიდობას დაასახელეს. მაშინ ეს ტიტული ექიმ ფრიდონ თოდუას, საზოგადოება "ზუგდიდელის" თავმჯდომარე ოთარ ფაცაციას, ქორეოგრაფს თამაზ მოსიას, საგანგებო სიტუაციებისა მართვის სამსახურის უფროსს თამაზ უბილავასა და მეეზოვე ზაირა-თამარ სალიას ერგოთ. 2017 წელს კი ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს ნონა გაფრინდაშვილს ქალაქ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ ზუგდიდის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა და სიმბოლური გასაღები გადასცა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები