ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედ კომისიას, საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან კონჯარია უხელმძღვანელებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, 22 ნოემებრს გამართულ საკრებულოს სხდომაზე იქნა მიღებული. კონჯარია ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობათა დასაკავებელად კონკურსის ჩატარების ინსტრუქციის ზოგადი დებულების თანახმად, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატის დასახელების უფლება მხოლოდ საკრებულოს წევრს აქვს. თუმცა, ამავე დებულების თანახმად, დეპუტატებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისა და გამგებლის კანდიდატურების დასახელების უფლებაც ჰქონდათ .
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობათა დასაკავებელად კონკურსის ჩატარების ინსტრუქცია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები საკრებულომ დღეს დაამტკიცა.
მასალის გამოყენების პირობები