ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს საჯარო მოხელეები, შტატგარეშე თანამშრომლები, საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და ასევე სამხედრო გაწვევის თანამშრომლები გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ხელფასის ოდენობის, ფულად დახმარებას მიიღებენ. ტერიტორიული ერთეულების რწმუნებულები და სპეციალისტები კი ხელფასის 50% -ს. ამის შესახებ ინფორმაცია საკრებულოს დღევანელ სხდომაზე გახდა ცნობილი.
ცნობისთვის, ზუგდიდის გამგეობა დღესასწაულებთან დაკავშირებით ფულად დახმარებას, საკრებულოს თანხმობით, წელს უკვე მეხუთედ გასცემს.
მასალის გამოყენების პირობები