სახალხო დამცველის აპარატი საქართველოს მთავარ პროკურატურას ზუგდიდის რაიონის სოფელ ზედა ეწერში მომხდარი ინციდენტის გამოძიებას სთხოვს.
უჩა ნანუაშვილის განცხადებით, იეჰოვას მოწმეთა "სამეფო დარბაზზე" ცეცხლის გახსნის ფაქტი სწრაფად და ეფექტურად უნდა იყოს გამოძიებული. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ინციდენტში შესაძლოა რელიგიური დისკრიმინაციის ფაქტები იკვეთებოდეს.
ინციდენტი ზუგდიდში 3 დღის წინ მოხდა. სოფელ ზედა ეწერში იეჰოვას მოწმეთა "სამეფო დარბაზს" ცეცხლი გაუხსნეს. დაზიანდა შენობის ფასადი.
მასალის გამოყენების პირობები