კულტურული ღონისძიება ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკისა და რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრ „თანზიარი“-ს ორგანიზებით
დღეს, 22 ნოემბერს გაიმართა.
არტ-აქციაზე "ცოცხალი წიგნების" სახით სხვადასხვა საინტერესო პროფესიის მქონე ადამიანები იყვნენ წარმოდგენილნი, რომლებიც „მკითხველს“ თავიანთ საინტერესო და ინოვაციური საქმიანობის შესახებ ესაუბრებოდნენ.
აქვე შეკრებილ საზოგადოებას საშუალება ქონდა ხელოვნების სხვადასხვა დარგში მომუშავე ადამიანების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა დაეთვალიერებინათ.
ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი და ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი მანანა გვარამია აღნიშნავს, რომ „ცოცხალი ბიბლიოთეკა“კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიაზაციას ემსახურება.
ცოტნე დადიანის დარბაზის დამაარსებელი კონსტანტინე კაკავა მიიჩნევს, რომ მსგავსი კულტურული ღონისძიებები არა მარტო წიგნიერების დონის ზრდას უწყობს ხელს არამედ, საზოგადოების წევრებს შორის კომუნიკაციის ამაღლებასაც ემსახურება.
მასალის გამოყენების პირობები