ასოციაცია „ათინათის“ ახალგაზრდულ ცენტრ „ორტუსის“ ორგანიზებით მანდილოსნებისთვის ველორბოლა მოეწყო. ღონისძიება ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულს მიეძღვნა, რომელიც 20 –დან 25 ნოემბრის ჩათვლით ზუგდიდის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა.
კვირეული პროექტის ,,ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარეობს. მას საქართველოს გაეროს ასოციაცია, ამერიკის შეერთებეული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
ღონისძიებაში 10 კონკურსანტი მონაწილეობდა. მიუხედავად საგანგებოდ შექმნილი უამრავი ბარიერისა მრბოლელებმა წარმატებით გადალახეს ყველა დაბრკოლება და დროის მცირე მონაკვეთში დაფარეს ფინიშთან მისასვლელი მანძილი.
ღონისძიების დასასრულს გამოვლინდა გამარჯვებულებიც პირველი ადგილის მფლობელი 14 წლის ნინო ლუკავა გახდა, ხოლო მეორე ადგილზე 17 წლის მართა თოდუა გავიდა. მათ მედლები, თასი და ფასიანი საჩუქრები გდაეცათ .
მასალის გამოყენების პირობები