ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშის მკვიდრის, როინ ქადარიას თქმით, ლანჩხუთის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლმა, პაპუნა ფაჩულიამ ის 25 ნოემბერს ხობში, ერთ-ერთ ქორწილში ყოფნისას სცემა. დაზარალებულის თქმით, ქორწილში მუსიკოსად მუშაობდა. მასთან პოლიციელი მოვიდა და მელოდიის დაკვრა სთხოვა. მას შემდეგ, რაც მუსიკოსმა პოლიციელს უთხრა, რომ არ იცოდა იმ მელოდიის დაკვრა, რომელიც სამართალდამცავმა სთხოვა,იგი პოლიციელმა სცემა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
აღნიშნულთან დაკავშირებით რადიო "ათინათს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მიმდინარეობს საქმის დეტალების შესწავლა.
მასალის გამოყენების პირობები