ინგრედიენტები:
- დარბილებული კარაქი 120 გ
- კვერცხი 3
- შაქარი 170 გ
- ფქვილი 170 გ
- სოდა 1 ჩ.კ
- ვაშლი
- დარიჩინი
- რძე 50 მლ
- ქოქოსის ფანტელი
მომზადების წესი
22 სმ დიამეტრის ფორმას კარაქი წავუსვათ და ქოქოსის ფანტელი მოვაყაროთ. ვაშლი გავთალოთ და თხლად დავჭრათ. მოვაფრქვიოთ დარიჩინი
კარაქი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ . შევათქვიფოთ კვერცხები, ფქვილი, სოდა, რძე. ცომი ფორმაში სამ ფენად უნდა ჩავასხათ, პირველ და მეორე ფენას ზემოდან ვაშლი უნდა მოვაფინოთ. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე, დაახლოებით 40 წუთი
მასალის გამოყენების პირობები