დღეს, ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია „ქსენონში“ აივ-ზე ტესტირების კვირეულის ფარგლებში, ასოციაცია „ათინათის“ თანმაშრომლებმა ტესტირება ჩაიტარეს.
„ქსენონის“ ხელმძღვანელის ნინო ჯანაშიას განმარტებით, „ქსენონი“ ევროპულ კვირეულს აივ-ზე ტესტირებით, სხვა ქვეყნებთან ერთად შეუერთდა, „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტი „ათინათის“ წარმომადგენლების მხრიდან, რათა საზოგადოებას მისცენ კარგი მაგალითი აივ-ზე ჩაიტარონ ტესტირება და ამ დაავადების შესახებ იყვნენ უფრო მეტად ინფორმირებულები“.
აივ-ზე ტესტირების პროცესი ასოციაცია „ქსენონში“ 29 ნოემბრამდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები