ინგრედიენტები:
- მზა ფენოვანი ცომი 500 გ
- ინდაურის ან ქათმის ფარში 600 გ
- ისპანახი 500 გ
- კვერცხი 7
- მდოგვი 1 ს.კ
- საფანელი 50 გ
- მარილი და პილპილი
ისპანახის ფოთლები მოვწალოთ მდუღარე წყალში. ამოვიღოთ და პირსახოცზე დავალაგოთ რომ ზედმეტი სითხე შეაშრეს.
ფარშს დავამატოთ ორი უმი კვერცხი, საფანელი, მდოგვი, მარილი, პილპილი.
ქაღალდჩაფენილ ფორმაში დავაფინოთ ცომი, ზედ დავადოთ ფარში, შემდეგ ისპანახი და მოხაშული კვერცხები. ცომი მჭიდროდ გადავახვიოთ ისე რომ კიდეები ერთად შევაწებოთ. ეს შეერთების მხარე ქვემოთ მოვუქციოთ, ზემოდან ათქვეფილი კვერცხი გადავუსვათ.
ვაცხოთ 180-200 გრადუსზე 25-35 წუთი.
მასალის გამოყენების პირობები