მოზარდი 23 ნოემბერს, დილით გაუჩინარდა. დაკარგულის დედის მაია ლუკავას განცხადებით, მან ბავშვი ეკლესიაში არ გაუშვა, ამის გამო გაბრაზებული მოზარდი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
"წინა დღეს მითხრა, გიორგობაზე ოცინდალეს ეკლესიაში გამიშვიო. მე უარი ვუთხარი, მომავალ წელს მე წაგიყვან მეთქი. ამაზე გაბრაზებული მეორე დღეს სახლიდან გაიპარა. ნათესავებს ყველას ვკითხეთ, მაგრამ არავინ არაფერი იცის", - განაცხადა დაკარგულის დედამ.
ბავშვი სენაკი-ჩხოროწყუს სამარშრუტო ტაქსმა სენაკამდე ჩაიყვანა, შემდეგ კი მისი კვალი დაიკარგა.
მეზობლები და მეგობრები მოზარდს დადებითად ახასიათებენ და აცხადებენ, რომ მას არანაირი ფსიქიკური პრობლემა არ ჰქონია, თუმცა ერთხელ იყო შემთხვევა, როცა ის დაიკარგა და მეორე დღეს სახლში დაბრუნდა.
წყარო: სააგენტო "პირველი"
მასალის გამოყენების პირობები