ყინულის საციგურაო მოედნის მშენებლობის მესამე ეტაპი დაიწყო, რაც გუმბათის გაშლასა და აღმართვას ითვალისწინებს. სამუშაოები დღეს დაიწყო და ერთ კვირაში დასრულდება.ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა იუწყება.
მათივე ცნობით, სამუშაოების მესამე ეტაპს სლოვენიელი სპეციალისტები ასრულებენ. ყინულის სახლი 2014 წლის პირველ ნახევარში სრულყოფილად დაიწყებს ფუნქციონირებას.
ცნობისთვის, ახალი ყინულის სახლი ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი საციგურაო მოედანი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები