ინგრედიენტები:
- დარბილებული კარაქი 50 გ
- შაქარი 150 გ
- ლუდი 200 მლ
- კაკაო 3 ს.კ
- კვერცხი 2
- ფქვილი 170 გ
- მარილი დანის წვერით
- სოდა 1 ჩ.კ
- მარწყვის ჯემი ან მურაბა 1 ქილა, დაახლ. 200 მლ
- შოკოლადი 60 გ
- ნაღები 50 მლ
15 სმ დიამეტრის ფორმისთვის.
კარაქი და შაქარი მიქსერით ავთქვიფოთ, ჩავახალოთ ოთახის ტემპერატურის კვერცხები, კარგად ავთქვიფოთ და დავამატოთ ლუდი.
ბოლოს დავაცრათ კაკაო, ფქვილი და სოდა. მარილიც არ დაგვავიწყდეს, ის შოკოლადის გემოს გაამძაფრებს.
მიღებული ცომი ჩავასხათ ფორმაში, რომელსაც ძირზე ქაღალდი აქვს ჩაფენილი და გამოვაცხოთ 175 გრადუსზე.
ბისკვიტი გავაგრილოთ და შუაზე გავჭრათ.
ქვედა ბისკვიტზე კარგად გავანაწილოთ მარწყვის მურაბა. ცოტაოდენი წვენით ზედა ბისკვიტის შიგნითა მხარეც დავნამოთ, შემდეგ მჭიდროდ დავადოთ ქვედა ფენას.
შოკოლადი და ნაღები ორთქლის აბაზანაზე დავდგათ (იხ გვ 77). როცა შოკოლადი გადნება, კარგად ავურიოთ, რომ ერთგვაროვანი კრემისებრი მასა მივიღოთ. დავასხათ ტორტის ზემოდან, ცენტრში და გადავანაწილოთ ნაპირებისკენ.
ტორტი რამდენიმე საათს მაცივარში გავაცივოთ, რომ გემო კარგად გაუჯდეს.
მასალის გამოყენების პირობები