2010 წელს საქართველოში აფეთქებების სერიის ორგანიზების ბრალდებით ე.წ „კოჭოიას“ საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის, დავით კეკუტიას და, ნანა კაკუტია მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნას და საქმის ხელახალ შესწავლას ითხოვს. კაკუტია ამ მოთხოვნით იუსტიციის მინისტრ, თეა წულუკიანს და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს წერილობით მიმართავს.
ნანა კაკუტია აღნიშნავს, რომ დავით კაკუტია ამოღებულ იქნა პოლიტპატიმრების სიიდან, რის შემდეგაც საქმის გადახედვვა ზემო აღნიშნული კომისიის შექმის შედეგად იყო შესაძლებელი. თუმცა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ კომისიის შქმა გადაიდო.
ცნობისთვის დავით კაკუტიას 12 წელი აქვს მისჯილი მას აღიარებითი ჩვენება არ მიუცია და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2010 წლის სექტემბერ-ნოემბერში საქართველოს ტერიტორიაზე აფეთქებათა სერიის ორგანიზებაში, შესრულებასა და ხელშეწყობაში 12 პირი დაადანაშაულა და 2010 წლის დეკემბერში საქმე გახსნილად გამოაცხადა.
დავით კაკუტია 2011 წლის თებერვალში იგივე საქმეზე მთავარი მოწმის მერაბ ყოლბაიას, იგივე კოჭოიას ჩვენების საფუძველზე დააკავეს. მოგვიანებით სასამართლო პროცესზე კი ყოლბაიამ აღიარა რომ კაკუტიას ბრალი ზეწოლის შედეგად დასდო.
მასალის გამოყენების პირობები