რიკოთის უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გარდა, ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ყველა შეზღუდვა, რომელიც რიკოთის უღელტეხილზე იყო, მოხსნილია. გზების გაწმენდის პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს და იყრება მარილი.
ბოლოს შეფერხება იყო სოფელ ხევთან, სადაც გზა მხოლოდ ერთი მიმართულებით იყო გახსნილი. პატრული აღმოსავლეთით და დასავლეთით მიმავალ ავტომობილებს მორიგეობით ატარებდნენ. ამასთან, რიკოთზე გუშინ რამდენიმე საათით იყო შექმნილი რამდენიმეკილომეტრიანი საცობი, რომელიც გვიან ღამით გაიხსნა.
კობი-გუდაურის გზაზეც, მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გარდა, ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები