სოციალურმა ქსელმა Facebook დააპატენტა ტექნოლოგია, რომელიც, მომხმარებლების მიერ გავრცელებული კონტენტის ლეგალურობას დაადგენს. "ანტიპირატული"პატენტი 3 დეკემბერს გაიცა.
არის თუ არა კონტენტი „პირატული“, ტექნოლოგია ისეთი „სოციალური სიგნალებით“ განსაზღვრავს, როგორიცაა გეოგრაფიული განლაგება, პროფილში მითითებული ჰობი, ასევე სოციალურ ქსელში არსებული ურთიერთობის წრე.
Facebook–ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ აღნიშნული ტექნოლოგიების დანერგვა თვისობრივად გააუმჯობესებს სიტუციას ამ მიმართულებით. გარდა ამისა, Facebook გეგმავს თვალი ადევნოს ყველა საეჭვო ლინკებს, რომლებიც უცხო, პირატულ აუდიო და ვიდეო კონტენტის შემცველ საიტებზე გადადის. ტექნოლოგიის დანერგვის რაიმე ვადებზე Facebook–ის წარმომადგენლები არ მიუთითებენ.
http://zn.ua/
მასალის გამოყენების პირობები