Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/aaaaaaaaaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/aaaaaaaaaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/aaaaaaaaaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/aaaaaaaaaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ზუგდიდის ბიუჯეტის საჯარო განხილვა არასამთავრობოების მონაწილეობით წელს პირველად გაიმართა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა დღეს, 5 დეკემბერს დემოკრატიული ჩართულობის ოფისში გაიმართა. შეხვედრა, კოალიციური  პროექტის-  „საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობის“ ფარგლებში მოეწყო. პროექტს ასაოციაცია „ათინათი“,  სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრი“  და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ „ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით და „შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური უზრუველყფით ახორციელებს. როგორც შეხვედრაზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანალიტიკოსმა არჩილ თოდუამ აღნიშნა, მომდევნო წლის ბიუჯეტი კარგად არის გაწერილი. მისივე თქმით, 2014 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია არასამთავრობო ორგანიზაციების  შენიშვნებისა და რეკომენდაციების დიდი ნაწილი. ზემოაღნიშნულმა ორგანიზაციებმა  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტი, ზოგადად, დადებითად შეფაეს, თუმცა ამასთან, გამგეობას რამდენიმე რეკომენდაცია შესთავაზეს. მათ შორის ,  საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის "ზუგდიდის" დაფინანსების საკითხის გადახედვა, სოფელ ცაიშში არსებული ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა, საჯარო მოხელეებზე დაუსაბუთებლად პრემიების გაცემის პრაქტიკის აღმოფხვრა, შშმ პირებისთვის პანდუსებისა და ლიფტების  მოწყობა და ა.შ. როგორც შეხვედრაზე ითქვა ს/კ „ზუგდიდის“ შენახვა ბიუჯეტს ძვირი უჯდება და აქედან გამომდინარე  საჭიროა ინვესტორის მოძიება. „ბიუჯეტის შედგენის დროს ჩვენ ამაზე ბევრი მსჯელობა გვქონდა, მაგრამ ეს არის იძულებითი დაფინანსება. ამ დროისთვის ამ გუნდის გადარჩენის  ერთადერთი გზა ეს იყო. ჩვენ უნდა მოვძებნოთ, ისეთი ვინმე რომელიც ამ გუნდს უპატრონებს და ამის გარშემო მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს“, - განაცხადა შეხვედრაზე ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შემსრულებემა მერაბ ქვარაიამ. არჩილ თოდუას განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სოფელ ცაიშში მოწყობილი ნაგავსაყრელი შემოღობილია, იქ ადვილად აღწევს შინაური ცხოველები და ძაღლები , რაც საშიშია ადამიანების ჯანმრთელობისთვის. გამგეობის წარმომადგენლებმა ზემოაღნიშნულზე განაცხადეს, რომ ცაიშის ნაგავსაყრელი მუნიციპალური საკუთრება არ არის, თუმცა მათივე განმარტებით, ადგილობრივი სახსრებით ღობის გამაგრება შეიძლება მოხერხდეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, შშმ პირებისთვის არა მხოლოდ კერძო ობიექტებში, არამედ ადმინისტრაციულ შენობებშიც შეუძლებელია შეღწევა. „მინიმუმ საჯარო დაწესებულებებში მაინც უნდა მოეწყოს პანდუსები და ლიფტები, რათა ამ ხალხმა ადმინისტრაციულ შენობებში მაინც შეძლონ თავისუფლად გადაადგილება“, - არნიშნა არჩილ თოდუამ. პანდუსების საკითხს, ქალაქმშენებლობისა და არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე თოდუა შეხვედრაზევე  გამოეხმაურა. „ჩვენ ვმუშაობთ პროექტებზე, რათა ადმინისტრაციულ შენობებში და ასევე, მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ შენებობზე პანდუსების საკითხი მოვაწესრიგოთ. ასევე გაიზრდება ტროტუარებზე არსებული პანდუსების რაოდენობა, ხოლო კერძო მშენებლობების ნებართვა არ გაიცემა თუ ეს მოთხოვნა არ იქნება გათვალისწინებული“, - ამბობს ეკატერინე თოდუა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი არასამთავრობო ორგანიზაციების თუ საზოგადოების ნებისმიერი ნაწილის შენიშვნებს და რეკომენდაციებს აუცილებლად გაითვალისწინებენ. აღსანიშნავია, რომ ზუგგდიდის ბიუჯეტის პროექტის განხილვა არასამთავრობო მონაწილეობით წელს პირველად შედგა.      
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.