“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალურ ფილიალის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ელეტროენერგია 39 415 აბონენტს არ მიეწოდება.
მათივე განმარტებით, უამინდობის გამო რეგიონში დაზიანდა ფიდერები და მაღალი ძაბვის 110 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზები: ჯვარი-3 და საბერიო, რის გამოც ამ დროისათვის ელექტროენერგია არ მიწოდება რეგიონის მომსახურეობის ცენტრებს. კერძოდ, ჩხოროწყუ - 8852, წალენჯიხა-12177, ზუგდიდი-5178, სენაკი-477, ხობი-809, მარტვილი-11922 აბონენტებს.
"მიუხედავად უამინდობისა რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახური დილიდანვე აწარმოებს აღდგენით სამუშოებს და სავარაუდოდ ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს დღის ბოლომდე სრულად აღუდგებათ ელექტროენერგიის მიწოდება", - აცხადებენ “ენერგო-პრო ჯორჯიაში".
მასალის გამოყენების პირობები