ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოსული თოვლის გამო გრიგოლიშის, ჭკადუაშისა და ჭაქვინჯის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა.
„უამინდობის გამო ამ სკოლებიდან მოსწავლეები დავითხოვეთ. თან, ამ სკოლებში გათბობა ელექტროენერგიით ხდებოდა და ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ არ გაუარესდეს ეს გადაწყვეტილება, განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით, მივიღეთ. სხვა სკოლებში კი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, თუმცა შემცირებული გრაფიკით“, - განუცხადა რადიო ათინათს“ ზუგდიდის რესურსცენტრის უფროსმა გონელი პაპავამ.
ცნობისთვის, გრიგოლიში, ჭკადუაში და ჭაქვინჯი ზუგდიდის მაღალმთიანი სოფლებია, სადაც თოვლის საფარი 30-40 სმ-ს აღწევს. ამასთან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება.
მასალის გამოყენების პირობები