ზუგდიდში წელს საახალწლო ნაძვის ხე ე.წ. მოცეკვავე შადრევანთან, მთავარი ხეივნის შუაგულში, არ დაიდგმება. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გურგენ სართანიამ განუცხადა.
„ჯერ ერთი იქ სახელმწიფო სიმბოლო - დროშაა გამოსახული და მასთან ერთად ჯვარიც. ეს გარკვეულწილად საზოგადოების მოთხოვნაც იყო“, - აცხადებს გურგენ სართანია.
მისი განმარტებით, საახალწლო ნაძვის ხე წელს დადიანების მუზეუმის ეზოში დაიდგმება, სადაც სხვადასხვა საზეიმო ღონისზიებებია დაგეგმილი.
ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე წელია საახალწლო ნაძვის ხე ე.წ მოცეკვავე შადრევანთან, მთავარი ხეივნის შუაგულში იდგმებოდა.
მასალის გამოყენების პირობები