სტიქიის შედეგად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელის საავტომობილო გზებზე გადაადგილება შეზღუდულია.
სატრასპორტო საშუალებით გადადგილება ჭკადუაშის, ჭაქვანძის, ყულიშკარისა და ჯიხაშკარის აღმართზე ამ დროსითვის შეუძლებელია. ამ წუთებსი სოფლებში მძიმე ტექნიკით გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.იწმინდება ასევე სოფელ კორცხელისა და ახალსოფლის გზებიც.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაი ღურწკაია აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შექმილი პრობლემების მოგვარებაზე მუნიციპალიტეტის გამგეობის შტაბი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. მისივე განმარტებით, შტაბი საგანგებოდ გუშინ შეიქმნა და მას გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ედიშერ თოლორაია ხელმძღვანელობს. ასევე, საგანგებო რეჟიმში მუშაობს საგანგებო სიტუაციათა სამსახური და ფუნქციონირებს ცხელი ხაზი.
მასალის გამოყენების პირობები