უამინდობამ სამეგრელო-ზემო სვანეთში ელექტროგადამცემი ხაზები დაზიადა, რის გამოც რეგიონის 36 ათას აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. როგორც "ენერგო-პრო ჯორჯიას" სამეგრელო-ზემო სვანეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ეკა ურიდიამ რადიო "ათინათთან" საუბარში აღნიშნა, ელექტრო ბოძები დაზიანებულია ყულიშკარის, წალენჯიხის და ოლორის ტერიტორიაზეც. მისი თქმით, ამ დროისთვის ქალაქის თითქმის ყველა უბანს ელექტროენერგია მიეწოდება. ამასთან, "ენერგო-პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ რეგიონში ელეტქროენერგიის სრულად აღდგენა, სავარაუდოდ დღის ბოლოს მოხდება.
ცნობისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობას ელექტროენარგიის მიწოდება გუშინ საღამოს შეუწყდა.
მასალის გამოყენების პირობები