“ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში 16:00 საათის მონაცემებით ელეტროენერგიის მიწოდება აბონენტების ნაწილს აღუდგა. მათივე ინფორმაციით, ამ დროისათვის ელექტროენერგია 12 000-მდე აბონენტს არ მიწოდება.
“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური ბრიგადები განაგრძობენ აღდგენით სამუშაოებს. ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი აბონენტების ნაწილისთვის სავარუდოდ დღის ბოლომდე მოხდება ელექტროენერგიის მიწოდება", აცხადებენ "ენერგო-პრო ჯორჯიაში".
ცნობითვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია თითქმის 24 საათია არ მიეწოდება.
მასალის გამოყენების პირობები