ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყველა სოფლებისკენ მიმავალი საავტომობილო გზა გაწმენდილია. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თოდუამ განუცხადა.
ცნობისთვის, დიდთოვლობის გამო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების: ჭკადუაშის, ჭაქვანჯის, ყულიშკარისა და ჯიხაშკარის საავტომობილო გზებზე მოძრაობა შეფერხებული იყო და მთელი დღის განმავლობაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა. ამასთან, აღნიშნული სოფლების საავტომობილო გზებზე ტექნიკური მარილი იყრებოდა.
მასალის გამოყენების პირობები