საქართველოში დღეს თოვა შეწყდება, ხოლო ღამით ყინვა შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში აცხადებენ, რომ საქართველოში ამაღამ ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა დღისით +3 ღამით -8 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში +2 ღამით - 10 იქნება. ხოლო თბილისში დღისით +2 ღამით - 6 გრადუსი იქნება იქნება.
ამასთან, აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონში შესაძლოა, ტრემპერატურა ღამით -22 გრადუსამდე დაეცეს. ხვალ, დღის ბოლოს კი დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი. 15 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში ყველგან და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. 16 დეკემბერს კი ისევ გამოიდარებს.
ამასთან, როგორც სინოპტიკოსები ვარაუდობენ, 15 დეკემბერს, შესაძლოა თბილისში მცირე თოვლი მოვიდეს.
მოსალოდნელი ამინდის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ. მისი ინფორმაციით, დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს. მისივე თქმით, ხვალიდან დასავლეთიდან ისევ მოსალოდნელია ცივი ჰაერის მასების შემოჭრა, რაც გამოიხატება ნალექში დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს ნაწილში.
მინისტრის განცხადებით, 16 დეკემბრიდან მოსალოდნელია გამოდარება სულ მცირე, ერთი კვირის განმავლობაში, თუმცა დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება.
მასალის გამოყენების პირობები