ინგრედიენტები:
- 150გრ. ბეკონი
- 260გრ. ფქვილი
- 1 ს.კ საცხობი პუდრა
- 1/2 ჩ.კ მარილი
- 1/4 ჩ.კ პილპილი
- 75გრ. კარაქი
- 250გრ. ყველი
- 250მლ. რძე
მომზადების წესი:
ბისკვიტისთვის მოსამზადებლად გაახურეთ ღუმელი 200 °C-ზე. შემდეგ დაჭრით თხლად ბეკონი და შეწვით საშუალო ცეცხლზე სანამ კარგად ფერს არ შეიცვლის. გადმოიღეთ ტაფიდან და წვრილად დაჭერით. გახეხეთ ყველი სახეხზე. დაგჭირდებათ მოზრდილი თასი, სადაც ფქვილს, საცხობ პუდრას, მარილს, პილპილსა და კარაქს ერთმანეთში აურევთ. შემდეგ ჩაააყარეთ ფქვილს ყველი და ბეკონი და აურიეთ კარგად. ბოლოს დაამატეთ რძე და მოურიეთ იქამდე, სანამ ყველა მშრალი ინგრედიენტი კარგად არ დასველდება.
გამოიღეთ ცომი ფქვილიან ზედაპირზე და გააბრტყელეთ 1 სმ სისქეზე. ამოჭერით რგოლები ცომზე, რაშიც ჭიქა ან სპეციალური ფორმას გამოიყენებთ, მოათავსეთ საცხობ ფურცელზე და გამოაცხვეთ 15 წუთით.
მასალის გამოყენების პირობები