აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა გალის რაიონის სოფლებს სახელები შეუცვალა .
გალის რაიონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების და მათი სახელწოდებების შესახებ დადგენილება, აფხაზური სახალხო კრების წევრებმა 11 დეკემბერს დაამტკიცეს .
როგორც სააგენტო „აფსნიპრესი" იუწყება, საკითხის ინიციატორი გალის რაიონის ადმინისტრაცია იყო.
სახელი შეეცვალა გალის რაიონის 18 სოფლიდან უმეტესობას და თითქმის ყველა მათგანიში ქართველი მოსახლეობა ცხოვრობს. სოფლებისთვის სახელების შეცვლის საფუძვლად ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ისტორიული დოკუმენტები დაასახელა.
ახალი დადგენილების მიხედვით სოფელ პირველ ოტობაიას ხაშთა ეწოდა, მეორე ოტობაიას - ბგოურა, ფიჩორს - ბჩარა, ჭუბურხინჯს ხიაცხა და ნაბაკევს - ბატაიგუარა. სახელები შეინარჩუნეს გაგიდამ, რეფმა, სიდამ და თაგილონმა.
მასალის გამოყენების პირობები