Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/post-29518-0-53812400-1352382995.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
ციტრუსის რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად საგანგებო შტაბი შეიქმნა
ციტრუსის რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საგანგებო შტაბი შეიქმნა , რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით ნატროშვილი უხელმძღვანელებს. საგანგებო შტაბის პირველი შეხვედრა დღეს გაიმართება . შტაბის წევრები უზრუნველყოფენ, ფერმერებმა ციტრუსის რეალიზაცია დროულად მოახდინონ. შტაბის შემადგენლობაში ასევე შედიან ფინანსთა, შინაგან საქმეთა მინისტრების მოადგილეები, აჭარის მთავრობისა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები. შალვა ფიფიას თქმით, 25 წელია, ასეთი ტიპის უამინდობა, შტორმი, თოვლი და ყინვა აჭარასა და გურიაში არ ყოფილა, რამაც ციტრუსთან დაკავშირებით პრობლემები გამოიწვია. ამასთან, საქართველოს სოფლის მეუნრეობის მინისტრ, შალვა ფიფიას ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, ქვეყნიდან 23 ათასი ტონა ციტრუსია ექსპორტირებული. როგორც შალვა ფიფიამ განმარტა, სტიქიის გამო, ხუთი დღის განმავლობაში რეიდზე მდგარი გემები და ბორანი პორტში შემოსვლას ვერ ახერხებდა. მინისტრის განცხადებით, 13 დეკემბერს, პორტში პირველი ბორანი შემოვიდა, რომელზეც დაახლოებით 2 ათასი ტონა ციტრუსი დაიტვირთა. მეორე დღეს კი მინისტრი პირადად დაესწრო ბორნის დატვირთვას. დღეის მდგომარეობით, 23 ათასი ტონა ციტრუსია ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ორჯერ მეტია. როგორც შალვა ფიფიამ აღნიშნა, მოხდა უპრეცედენტო გადაწყვეტილების მიღება, და სახელმწიფომ უპრეცედენტო რაოდენობის ფინანსური რესურსი გამოყო ციტრუსის სუბსიდირებისთვის. კერძოდ, სახელმწიფო 13 მლნ 800 ათას ლარს დახარჯავს, როგორც სტანდარტულ, ასევე არასტანდარტულ მანდარინში. მინისტრის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, ფუნქციონირებს მანდარინის ჩამბარებელი 36 პავილიონი, ქობულეთის გადამამუშავებელი ქარხანა მოსახლეობისგან 2-ჯერ მეტ არასტანდარტულ მანდარინს ჩაიბარებს. ასევე მოხსნილია ყუთებთან დაკავშირებული პრობლემა, როგორც შალვა ფიფიამ აღნიშნა, ექსპორტისათვის ყველა ტიპის თანამედროვე ევროსტანდარტების ყუთი იწარმოება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.