რუბრიკები
საშობაო სანელებლებიანი ნამცხვრები
ინგრედიენტები:
- კარაქი 150 გ
- შაქრის პუდრი 150 გ
- თაფლი 150 გ
- დარიჩინი 1.5 ჩ.კ
- ჯანჯაფილი, დაფქული 1 ჩ.კ
- მიხაკი, დაფქული 1/2 ჩ.კ
- კვერცხი 1
- ფქვილი 450 გ
- სოდა 1/2 ჩ.კ
მომზადების წესი:
კარაქი გავადნოთ, შევურიოთ შაქრის პუდრა, სანელებლები და თაფლი. შემდეგ შევურიოთ კვერცხი, ბოლოს სოდა და ფქვილი. მიღებული ცომი მაცივარში გავაციოთ 1 საათი, შემდეგ გავაბრტყელოთ 3-4 მმ-ზე და გამოვჭრათ სასურველი ფორმები.გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, 7-10 წუთი.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები