ზუგდიდის მოსაწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან არსებული ვოკალურ-ინსტრუმენტალური სტუდია „რეტროს“ ინიციატივით დღეს, 19 დეკემბერს 12:00 საათზე მუნიციპალიტეტის მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახში მცხოვრები ბაშვებისთვის საქველმოქმედო კონცერტს მართავს.
ღონისძიებაში მონაწილეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა და სოციალური სამსახურიც იღებს. ისინი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში შეკრებილ ბავშვებს საახალწლო საჩუქრებს გადასცემენ.
როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან და მედიათან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაია ღურწკაია აღნიშნავს, ეს ღონისძიება მაგალითი უნდა გახდეს სხვა სამსახურებისთვის, რათა სხვებიც დაეხმარონ შეჭირვებულ ოჯახებს.
მასალის გამოყენების პირობები