Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/მარადმწვანე-დეკორატიული-და-წიწვოვანი-მცენარეები-GEO103095-236850.jpg" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/მარადმწვანე-დეკორატიული-და-წიწვოვანი-მცენარეები-GEO103095-236850.jpg" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/მარადმწვანე-დეკორატიული-და-წიწვოვანი-მცენარეები-GEO103095-236850.jpg" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/მარადმწვანე-დეკორატიული-და-წიწვოვანი-მცენარეები-GEO103095-236850.jpg" not exists.
რუბრიკები
წიწვოვანი ნარგავების უკანონო მოპოვებასა და რეალიზაციაზე დღეიდან კონტროლი მკაცრდება
წიწვოვანი ნარგავების უკანონო მოპოვებასა და რეალიზაციაზე დღეიდან კონტროლი მკაცრდება. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ბოლო რამდენიმე წელია, ტრადიციად ჩამოყალიბდა ახალი წლის წინა პერიოდში დიდი რაოდენობით ნაძვების, სხვა წიწვოვანი სახეობების მოჭრა და მათი რეალიზაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, დღეიდან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან კოორდინირებული თანამშრომლობით წიწვოვანი ნარგავების უკანონო მოპოვებასა და რეალიზაციაზე კონტროლს ამკაცრებს. განცხადებაში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო კანონით დაწესებული სანქციების შესახებაც საუბრობს, რაც დაკავშირებულია ბუნებრივი წიწვოვანი სახეობების ახალგაზრდა ნარგავების მოჭრასა და საახალწლო ნაძვის ხეებად გამოყენების მიზნით მათ რეალიზაციასთან. "სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების მოსპობა და დაზიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 400 ლარამდე. თუკი ქმედება ხორციელდება დაცული ტერიტორიის ფარგლებში, ჯარიმის ოდენობა იზრდება 400-დან 500 ლარამდე, ხოლო იგივე ქმედება, სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის საზღვრების ფარგლებში ან საქართველოს "წითელ ნუსხაში" შეტანილი სახეობების მიმართ, გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 600 ლარამდე", _ ნათქვამია განცხადებაში. სამინისტროს ინფორმაციით, კანონით ისჯება ასევე სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო (კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების გარეშე) ტრანსპორტირება, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, შესაძლოა, ასევე, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით. დასჯადია ხე-ტყის ტრანსპორტირების წესის დარღვევა და იგი 200 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს. "გარდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის აღნიშნული ზომებისა, ხდება გარემოსათვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშებაც. თუკი გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა შეადგენს ან აღემატება 1000 ლარს, დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა", _ ნათქვამია განცხადებაში. სამინისტრო ასევე შეახსენებს მოქალაქეებს, რომ წიწვოვნების რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთში ან იმპორტირებულია. ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია, რეალიზატორმა წარმოადგინოს სათანადო დოკუმენტები, ხოლო, საკარმიდამო ნაკვეთში მოპოვების შემთხვევაში ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას, მაქსიმალურად შეიკაოს თავი წიწვოვანი ნარგავების მოჭრისაგან რეალიზაციის მიზნით. ერთი მხრივ, დაიცვან გარემო, მეორე მხრივ, თავიდან აიცილონ ის უსიამოვნო შედეგები, რაც მათი მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას შეიძლება მოჰყვეს. "ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება ნაკლები ზიანი მივაყენოთ ჩვენი ქვეყნის ბუნებას და ჯანსაღი გარემო შევუქმნათ ჩვენს მომავალს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო წინასწარ გილოცავთ ახალ წელს და შობის ბრწყინვალე დღესასწაულს", _ ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.