Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/jgushia.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/jgushia.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/jgushia.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/jgushia.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
თენგიზ ჯგუშია-მირჩევნია ციხეში ვიჯდე ვიდრე ბოდიში მოვიხადო
მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ დღეს,20 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ მერაბ ქვარაიასთან 5 თვის წინ მომხდარი შელაპარაკების დეტალებზე ისაუბრა. ჯგუშიამ აღნიშნა, რომ მის საქმეში, ფიზიკური დაპირისპირების ნაწილში პროკურატურა მზად იყო 500 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ, განრიდება განეხორციელებიანა, თუმცა ამის შესრულება ვერ მოხერხდა, რადგან ჯგუშიას თქმით, საქმეში უხეშად ერევა მერაბ ქავარიას მეუღლე, რომელიც პროკურატურაში მუშაობს. "სამეგრელოს ხმის" ლიდერმა ბრიფინგზე ასევე აღნიშნა, რომ ის და ქვარაია ყულიშკარის ტაძარში სასულიერო პირების თანდასწრებით, მეუფის კურთხევით შეხვდნენ ერთმანეთს და შერიგდნენ, თუმცა ამ ყველაფრის შემდეგ ქვარაიამ და მისმა მეუღლემ მაინც მოინდომეს მისი სამართლებრივი დასჯა. „აქედან გამომდინარე მე დასკვნები უნდა გავაკეთო. დავაკვირდები პროკურატურის პოზიციას სასამართლოზე. მირჩევნია ვიჯდე ციხეში ვიდრე ვუპასუხო ქვარაიას მოთხოვნებს და ბოდიში მოვიხადო იმისთვის, რაც არ ჩამიდენია. გამამართლებელი განაჩენის არ დადგომამდე რა თქმა უნდა მე შევაფასებ ამას პოლიტიკურ ზეწოლად, რადგან მე შევასრულე ყველა პირობა“- აღნიშნა ჯგუშიამ. მერაბ ქვარაია აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ მერაბ ქვარაიასა და სამოქალაქო მოძრაობა “სამეგრელოს ხმის” ხელმძღვანელს თენგიზ ჯგუშიას შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება 8 აგვისტოს სოფელ რიყეში დაიწყო. სავარაუდოდ ისინი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მოგვიანებით, დაპირისპირება კომბინატის დასახლებაში გაგრძელდა, სადაც თენგიზ ჯგუშიამ, მოწმეების თქმით, მერაბ ქვარაიას მიმართულებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთხელ ისროლა, დანარჩენი სამი გასროლა კი მან უმისამართოდ განახორციელა. ყოფილი პარლამენტარის ადვოკატი აცხადებს, რომ ჯგუშიამ მხოლოდ თავდაცვის მიზნით ჰაერში გაისროლა და მას ქვარაიას მისამართით არ უსვრია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.