შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის ადაპტირებული გარემო-პირობებისა და ინფრასტრუქტურის მხრივ არსებული პრობლემების შესახებ კვლევის პრეზენტაცია დღეს, 20 დეკემბერს ინვალიდთა ინტეგრაციისა და ხელოვნების განვითარების ასოციაცია „ჰანგმა“ გამართა.
შეხვედრაზე შშმ პირთა წინაშე მდგარი ძირითადი პრობლემები მიმოიხილეს. მოუწესრიგებელი ინფრასტრუქრურა, საერთაშორისო სანდარტების შეუსაბამო ტროტუარები და გადასასვლელები და ხმოვანი შუქნიშნების არარსებობა - ეს ის ხელისშემლელი პირობებია, რაც შშმ პირების გარემოსთან ადაპტირებას უშლის ხელს.
ასოციაცია „ჰანგის“ ხელმძღვანელმა რუსლან ჯანასიამ აღნიშნა, რომ მათ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად გამგეობას ინიციატივით მიმართეს, შეზღუდული შესაძლებლობების პირთა საჭიროებებზე მომუშავე ხელმისაწვდომობის საბჭოს ამოქმედების შესახებ.
„ერთად შევიმუშავეთ წინადადებებს, რადგან არ შეიძლება მხოლოდ ჩვენგან მომდინარეობდეს რეკომენდაციები, ამ პროცესში აღმასრულებელი ორგანოს პოზიციაც უნდა ვიცოდეთ. გადაადგილების შესაძლებლობა საკუთარ ქალაქში ყველას უნდა ქონდეს. არაერთხელ მივუწვევივართ სხვადასხვა ღონისძიებებზე, თუმცა შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო დასწრება ვეღარ შევძელი. ეს საჭიროა ჩემთვის როგორც ფსიქოლოგიურად, ისე საქმიდან გამომდინარე. ვიმუშავებთ ყველა იმ სამსახურთან, ვისაც ეხება ეს საკითხები, ან ეხება და ამის თაობაზე ჯერაც არაფერი იცის“, - აღნიშნა რუსლან საჯაიამ.
შეხვვედრას გამგეობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, როგორც გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გიზო სართანიამ განმარტა, ადგილობრივი ხელისუფლებაც შეიმუშავებს გეგმას და დებულებას იურისტებთან ერთად, ამ ადამიანებისთვის ადაპტირებული გარემო-პირობების უზრუნველყოფის თაობაზე, რომელიც საკრებულოს წარედგინება.
მასალის გამოყენების პირობები