ასოციაცია „ათინათში“ დღეს, 20 დეკემბერს, პროექტის სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში საინტერესო სტუმართან ცნობილ, კიკბოქსელ დავით ქირიასთან შეხვედრა გაიმართა. როგორც სამოქალაქო კლუბების კოორდინატორი ლალი გაბისონია ამბობს, მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ სპორტსმენისთვის მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ და ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესზე ინფორამაცია მიეღოთ.
დავით ქირიამ ახალგაზრდებს ჯანსაღი ცხოვრების შესახებ რჩევები მისცა და თავის სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. ქირიას თქმით, მომავალი წლის ზაფხულში სპორტული მარათონის მოწყობას აპირებს და ამით ჯანსაღი ცხოვრების წესს პროპაგანდას გაუწევს.
ზემოთ აღიშნულ პროექტს ასოციაცია "ათინათი" სამეგრელო–ზემო სვანეთში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და PH International–ის მხარდაჭერით ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები