ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1967 წელს დაბადებული მარინე ბ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ შს სამინისტრო იუწყება.
მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 18 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 2,43 გრ ჰეროინის შემცველი ნივთიერება. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება მიმდინარეობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).
მასალის გამოყენების პირობები